პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესში შეტანილი ცვლილებების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუიაშვილმა ბიუროს სხოდმაზე ისაუბრა. მისი განმარტებით პარლამენტის სასახლეში შესვლის მსურველებზე საშვის დაშვების დროს, საშვის დაშვების მიზნობრიობის მითითება იქნება სავალდებულო. ამასთან შემოდის რამდენიმე სახის აკრძალვა.
შალვა პაპუშვილის განმარტებით ცვილებების მიზნია როგორც პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების და სამუშაო გარემოს დაცვა, ასევე გარკვეული წესების საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანა.
ცვლილება შეეხება ვიზიტორთა როგორ პარლამენტში დაშვების ასევე, მათ ქცევის წესსაც
„როგორც აქამდე, როგორც პარლამენტის წევრებს, ასევე აპარატის შესაბამის წევრებს, ვისაც საშვის დაშვების უფლება აქვთ, ისინი კვლავ დაუშვებენ საშვებს. საშვთა ბიურო იმუშავებს 9 საათამდე, ნაცვლად 7-საათისა. ასევე შემოდის საშვის დაშვების დროს მიზნობრიობის მითითების ვალდებულება - კერძოდ, შეხვედრა თუ ღონისძიება... სამწუხაროდ, ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როდესაც საშვი იყო დაშვებული ადამიანის მიერ არა იმისთვის, რომ მასთან მიდიოდა ვიზიტორი, არამედ სხვა ღონისძიებაზე ან სხვა ადამიანთან. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს წესი დაცული იყოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ვიზიტორებს ეკრძალებათ:
- ტრანსპარანტების გამოფენა და საინფორმაციო მასალის დარიგება, ასევე შენობაში სადემონსტრაციო მასალის (პლაკატების, ბანერების, წარწერების და ა.შ.) გაკვრა ან სხვაგვარად განთავსება.
- ვიზიტორს ეკრძალება ჟურნალისტებთან კომუნიკაცია პარლამენტის წევრებისათვის ბრიფინგის ჩასატარებლად განსაზღვრული სივრცეებში, პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე.
- პარლამენტის სასახლის ვიზიტორი ვალდებულია ატაროს ჩაცმულობა სამუშაო გარემოს შესაბამისად.
- ვიზიტორი ვალდებულია ვიზიტის მიზნის ამოწურვისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს საშვის მოქმედების დღის 24:00 საათისა, დატოვოს პარლამენტის სასახლე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საპარლამენტო ღონისძიება, რომელსაც ისინი ესწრებიან, გრძელდება აღნიშნული დროის მიღმა.
საქართველოს პარლამენტის ვიზიტორები ვალდებულნი არიან დაემორჩილონ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის და პარლამენტის მანდატურის მითითებებს.
ასევე წესრიგდება უსაფრთხოების დონეები. შემოდის უსაფრთხოების სამი დონე: წითელი, ყვითელი და მწვანე.
„მწვანე დონე არის, როდესაც არანაირი შეზღუდვა არ არის. წითელი გულისხმობს ევაკუაციის შემთხვევას, როდესაც ფორს-მაჟორული სიტუაცია არის და ყვითელი დონე, როდესაც შეიძლება სხვადასხვა სახის შეზღუდა იყოს ვიზიტორების შეზღუდვასთან დაკავშირებით“, - განმარტა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
პარლამენტის სასახლის ვიზიტორის ვალდებულია საქართველოს პარლამენტის სასახლეში დაიცვას სიმშვიდე და წესრიგი, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს საქართველოს პარლამენტის საქმიანობას და საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებების მსვლელობას.
პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს დარღვევის სიმძიმის ან დარღვევის განმეორების რისკის შეფასების საფუძველზე ვიზიტორს შეუზღუდოს პარლამენტუს შენობაში შესვლა ერთი წლის ვადით.
ეს წესები პარლამენტში 18 სექტემბრიდან ამოქმედდება.