Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასამდე მწერალი, მთარგმნელი და გამომცემელი ბოიკოტს უცხადებს კულტურის სამინისტროსა და მწერლის სახლს


მწერლის სახლი
მწერლის სახლი

ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურის სფეროში დასაქმებული ადამიანები აცხადებენ, რომ წყვეტენ კულტრის სამინისტროსთან და „მის პარტიულ დაქვემდებარებაში მოქცეულ მწერალთა სახლთან“ თანამშრომლობას და მონაწილეობას აღარ მიიღებენ საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მწერალთა სახლის მიერ ინიცირებულ, დაფინანსებულ და მართულ პროექტებში.

განცხადებაზე ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ „ლიტერატურა ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა დგას, რამდენად მნიშვნელოვნადაც არ უნდა მიაჩნდეთ ეს ინტერესები თავად ამ პარტიის წარმომადგენლებს“ შეესაბამისად „ლიტერატურული პროცესი უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან და ქმნიდეს ნდობას მასში მონაწილე ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების,რელიგიური თუ იდეოლოგიური მრწამსის მქონე საქართველოს მოქალაქისთვის“.

განცხადების ავტორებით თანახმად „ინსტიტუციები, რომელიც წარმართავს კულტურულ პოლიტიკას და ლიტერატურულ პროცესს, უნდა იყოს ღია და ინკლუზიური და იმართებოდეს გამჭვირვალედ და დემოკრატიული პრინციპების დაცვით“, როგორი ინტუტუციასცა წარმოადგენდა მწერლის სახლი წლების განმავლობაში.

„მწერალთა სახლის დირექტორად მმართველი პარტიის წარმომადგენლის დანიშვნა ყოველგვარი დემოკრატიული პროცესის და სფეროში დასაქმებულ ადამიანებთან კონსულტაციის გარეშე, ძალაუფლების მქონეთა ავტოკრატიული მისწრაფებების გამოხატულებაა და ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ სწრაფვას ევროინტეგრაციისკეს“,- ნათქვამია განხადებაში.

მისი ხელმომწერები აცხადებენ რომ ქართული ლიტერატურის საერთო ეროვნულ მნიშვნელობის გაცნობიერებით თავს ვალდებულად თვლიან გააკეთონ „ყველაფერი, რათა საქართველომ გაარღვიოს მის გარშემო რუსეთის მიერ შექმნილი კულუტურული იზოლაციის კედელი, წინამდებარე განცხადებაზე ხელმოწერით უარს ვამბობთ ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობაზე კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და მის პარტიულ დაქვემდებარებაში მოქცეულ მწერალთა სახლთან.“

ბოიკოტი გულისხმობს საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს და მწერალთა სახლის მიერ ინიცირებულ, დაფინანსებულ და მართულ ნებისმიერ პროექტში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმას.

„განურჩევლად მათი ფორმისა და შინაარსისა, იქნება ეს: ადგილობრივი წიგნის პრეზენტაციები და სხვა საჯარო ღონისძიებები, მთარგმნელობითი და სარეზიდენციო პროგრამები, თუ სხვადასხვა ქვეყნის წიგნის ბაზრობები, საერთაშორისო ფესტივალები და სხვა მნიშვნელოვანი ფორუმები, რომელშიც აქამდე საქართველოს ეროვნული სტენდით და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მონაწილეებად ვიყავით წარმოდგენილნი. ქართული ლიტერატურული პროცესის სიცოცხლე და მუდმივი განვითარება ჩვენი ქვეყნის საერთო ეროვნული ინტერესია და ჩვენ ვაცხადებთ, რომ გამოვიყენებთ ყველა პლატფორმას, რათა ქართულ კულტურაში მიმდინარე სახიფათო ავტორიტარული ტენდენციები ცხადი გახდეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და საქართველოს ერთგული მეგობრებისთვის, ამავდროულად უზრუნველვყოფთ რომ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ვიყოთ წარმოდგენილი ალტერნატიული ფორმით, ისევე როგორც შევეცდებით თავად მოვიპოვოთ დაფინანსების წყაროები მთარგმნელობითი და სარეზიდენციო პროგრამების, საერთაშორისო პლატფორმებში ჩართვის და ქართული ლიტერატურისთვის სხვა მნიშვნელოვანი პროექტების შეუფერხებელი მუშაობისთვის“.

ბოიკოტი იწყება 4 სექტემბრიდან, ვინაიდან განცხადებაზე ხელმომწერების თანახმად, ამ დღის შემდეგ „მწერალთა სახლს მმართველი პარტიის მიერ დანიშნული კანდიდატი ჩაიბარებს“. ბოიკოტი „გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მის ხელმძღვანელს არ აირჩევს დარგის სპეციალისტებისგან შემდგარი კომისია.ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია!“, ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც

ხელს აწერენ:

  1. ირაკლი კაკაბაძე (იაკი კაბე)
  2. რატი მუჯირი
  3. დავით გორგილაძე
  4. ლელა კოდალაშვილი
  5. ნათია გიორგაძე
  6. ნინო ჭინჭარაული
  7. თორნიკე სიბაშვილი
  8. მაკა კასრაძე
  9. ნატო ალხაზიშვილი
  10. ბესო სოლომანაშვილი
  11. ირაკლი ლომოური
  12. მაკა ლდოკონენი
  13. ზაალ ანდრონიკაშვილი
  14. ირინე ჭოღოშვილი
  15. თაკო ლონდარიძე
  16. ეკატერინე ტოგონიძე
  17. გიორგი ხარაიშვილი
  18. ელენე ჯაფარიძე
  19. ზურა პაპიაშვილი
  20. ლელა დუმბაძე
  21. ნატო დავითაშვილი
  22. მაშო სამადაშვილი
  23. მაია კუდავა
  24. ზვიად კვარაცხელია
  25. ნათია ორმოცაძე
  26. თინა მამულაშვილი
  27. ხათუნა თავდგირიძე
  28. ანდრო დადიანი
  29. ლიკა ჩაფიძე
  30. მედეა იმერლიშვილი
  31. თეკლა ქველაძე
  32. ნანა აბულაძე
  33. მაია ლიპარტელიანი
  34. ნინო ნადირაძე
  35. ქეთევან ყანჩაშვილი
  36. ნესტან კვინიკაძე
  37. გია გოკიელი
  38. ნატო გორდელაძე
  39. დალილა გოგია
  40. ნუკა ღამბაშიძე
  41. გიორგი კაკაბაძე
  42. მაიკო დანელია
  43. შორენა ლებანიძე
  44. თამარ ფოლადაშვილი
  45. თამთა მელაშვილი
  46. მაკო ჯანჯიბუხაშვილი
  47. თეონა დოლენჯაშვილი
  48. სოფიო კუბლაშვილი
  49. მარინა ცხადაია
  50. ქეთი ნიჟარაძე
  51. ნინა სურამელაშვილი (რატი რატიანი)
  52. რატი ამაღლობელი
  53. გვანცა ჯობავა
  54. იუნონა გურული
  55. ანა ჯავახიშვილი
  56. ნინო კიკნაძე
  57. არჩილ ქიქოძე
  58. ლაშა ბუღაძე
  59. მაია ცირამუა
  60. ბექა ქურხული
  61. იოანე ფეზუაშვილი
  62. მარიამ კიკაჩეიშვილი
  63. სოფიო შამანიდი
  64. მარი ბექაური
  65. გიორგი მასხარაშვილი
  66. ზურაბ ლეჟავა
  67. გიორგი შონია
  68. ნიკოლოზ აგლაძე
  69. ბექა ადამაშვილი
  70. სოფიო ელიაშვილი
  71. რუსუდან რუხაძე
  72. გაგა ნახუცრიშვილი
  73. დათო ქარდავა
  74. კოკა ქამუშაძე
  75. ნინო ყაველაშვილი
  76. ლია შალვაშვილი
  77. მაია ბადრიძე
  78. მაგდა ნოვაკოვსკა
  79. ნინო თარხნიშვილი
  80. რუსუდან კაიშაური
  81. გიორგი მაისურაძე
  82. ანა ყიასაშვილი
  83. ამირან რამიშვილი
  84. მარიამ კვიციანი
  85. ქეთი ქანთარია
  86. ბუბა კუდავა
  87. თაკო ბაქრაძე
  88. ხათუნა ცხადაძე
  89. ლანა კალანდია
  90. პაატა შამუგია
  91. ბელა ჩეკურიშვილი
  92. ეკა ტაბლიაშვილი

ქეთი დუმბაძე აცხადებს, რომ თუ ვინმე არ მოინდომებს მწერლის სახლთან თანამშრომლობას მათზე იქნება დამოკიდებული, ამასთნ იმედოვნებს, რომ "ყველაფერი დალაგდება"

„ყველაფერი დალაგდება. მე ასე ვფიქრობ იმიტომ, რომ წლები მაკავშირებს ამ ადამიანებთან. მე არ ვარ მათთვის უცხო. თუ ვინმე არ მოინდომებს თანამშრომლობას, ეს მასზეა დამოკიდებული, მაგრამ მე ვინმეს ვუთხრა, წაბრძანდი სახლში, ასეთი რამ არ არსებობს“, - უთხრა დღეს, 4 სექტემბერს ქეთი დუმბაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“.

მწერალთა სახლის დირექტორად საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრის, ქეთევან დუმბაძის დანიშვნას და კულტურის სამინისტროს პოლიტიკას, მწერლთა ერთი ნაწილის პროეტესტი მოჰყვა, თუმცა გავრცელდა მისი მხაედამჭერი ავტორების განცხადებაც.

მწერალთა სახლის მოქმედ დირექტორს, ნატა ლომოურს, უფლებამოსილების ვადა 7 აგვისტოს ამოეწურა. ის აცხადებდა, რომ სამინისტროდან არავინ დაჰკავშირებია იმის სათქმელად, აპირებდნენ თუ არა მასთან თანამშრომლობას.

მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრად დაინიშნა თეა წულუკიანი, სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში თანამდებობიდან არაერთი ადამიანი გაათავისუფლეს.

XS
SM
MD
LG