Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორბანი: ნატოში უკრაინის შესვლა შეუძლებელია, ეს ყველასათვის სახიფათოა


უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი და ამერიკელი ტელეწამყვანი ტაკერ კარლსონი. ბუდაპეშტი. 2021 წლის 2 აგვისტო.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი და ამერიკელი ტელეწამყვანი ტაკერ კარლსონი. ბუდაპეშტი. 2021 წლის 2 აგვისტო.
ნატოს წევრი ქვეყნის, უნგრეთის მთავრობის მეთაურმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ აუცილებელია დავივიწყოთ ნატოში უკრაინის გაწევრიანება, ეს ხომ ყველა წევრისთვის დაუყოვნებელ ომს ნიშნავს, თვლის ის.
ამის შესახებ განაცხადა ორბანმა 30 აგვისტოს ამერიკელ ტელეწამყვან ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში.
შეკითხვაზე, ნატოში უკრაინის გაწევრიანების შესახებ, ორბანმა თქვა, რომ ეს ისტორიული შანსი გაშვებულ იქნა ხელიდან 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე. ახლა, რუსეთი, მისი თქმით, იმდენად ძლიერია, რომ ალიანსში უკრაინის შესვლა შეუძლებელია.
„შესაძლებლობების ეს ფანჯარა აღარ არსებობს. ამას ვერ გავაკეთებთ. ვერ დავუშვებთ ასეთი გრძელი საზღვრის ქონას რუსეთსა და უკრაინას შორის, რომელიც ნატოში იქნება. ეს დაუყოვნებლივ ომს ნიშნავს, საფრთხეს ყველასთვის. თვით აშშ-თვისაც,“ თქვა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
„ამ მომენტში ეს არარეალისტური წინადადებაა, ამიტომ მის შესახებ უნდა დავივიწყოთ“ - დასძინა ორბანმა, რომელსაც მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს მოლაპარაკება რუსეთთან, ნატოში უკრაინის შესვლის გამორიცხვით.
უნგრეთის პრემიერი ასევე ფიქრობს, რომ „სრულიად არარეალისტურია“ უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნება და გამოდის მოწოდებით, შეუწყვიტონ სამხედრო დახმარება კიევს, რათა ომის დასრულდეს.
XS
SM
MD
LG