Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რკინიგზის“ ცნობით, ბათუმი-თბილისის მატარებელი დედაქალაქში 25 წუთის დაგვიანებით შემოვიდა


ფოტოილუსტრაცია.
ფოტოილუსტრაცია.

„საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ ძლიერი წვიმის მიუხედავად, თბილისის მიმართულებით დაგეგმილი მატარებელის ყველა რეისი შესრულდა. როგორც მათ რადიო თავისუფლებას უთხრეს, მხოლოდ ბათუმი-თბილისის მატარებელი იყო 25 წუთის განმავლობაში გაჩერებული, რადგან მემანქანე წვიმის გამო ლიანდაგს ვერ ხედავდა.

29 აგვისტოს თბილისში ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაიქცა ხეები, დაზიანდა ელექტროსადენები. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ყველაზე დიდი პრობლემა გლდანის რაიონში შეიქმნა.

მოქალაქეები სოციალურ ქსელში სახლებსა და სადარბაზოებში წყლის ჩასვლის კადრებს ავრცელებენ.

XS
SM
MD
LG