Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში დააკავეს რუსეთისთვის დრონის კომპონენტების მიწოდებაში ბრალდებული პირი


დრონი Orlan-10 სამხედრო აღჭურვილობის გამოფენაზე. ეკატერინბურგი, 5 ოქტომბერი, 2015.
დრონი Orlan-10 სამხედრო აღჭურვილობის გამოფენაზე. ეკატერინბურგი, 5 ოქტომბერი, 2015.

გერმანიის ფედერალურმა სასამართლომ განკარგულება გასცა გფრ-სა და რუსეთის მოქალაქის, ვალდემარ ვ.-ს დაპატიმრების შესახებ (გვარს არ ასაჯაროებენ). ელექტრონული სათადარიგო ნაწილებით მოვაჭრე და მწარმოებელი ფირმის მფლობელს ბადენ-ვიურტემბერგის მხარიდან ბრალად ედება საგარეო-ეკონომიკური კავშირების შესახებ კანონის დარღვევა. სასამართლოს თანახმად, ვალდემარ ვ. 2020-2023 წლებში პროდუქციას აწვდიდა რუსეთის ერთ-ერთ თავდაცვით საწარმოს.

ფედერალური პროკურატურის მონაცემებით, სათადარიგო ნაწილები განკუთვნილი იყო უპილოტო საფრენი აპარატის, Orlan 10-ის საწარმოებლად.

ბრალდებულის მფლობელობაში მყოფი ფირმა მესამე ქვეყნებიდან აწარმოებდა სათადარიგო ნაწილების გერმანიაში იმპორტს, შემდეგ კი მათ ორ შუამავალს აწვდიდა რუსეთში. მათი მეშვეობით საქონელი რუსეთის თავდაცვით საწარმოში ხვდებოდა. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ექსპორტი წარმოებდა დუბაისა და ლიეტუვის გავლით.

გატანილი ტექნიკის საერთო ღირებულება 714 ათასი ევროა.

აშშ და დასავლეთის ქვეყნები ზოგიერთ ქვეყანაზე, მათ შორის ცენტრალური აზიის სახელმწიფოებზე, გამოთქვამენ ეჭვს, რომ ისინი ორმაგი დანიშნულების პროდუქციას აწვდიან რუსეთს. ზოგიერთი მათგანის წინააღმდეგ სანქციები შემოიღეს.

უკანასკნელი მონაცემებით, დრონებისთვის საჭირო კომპონენტების თითქმის 70% რუსეთშიხვდება ჩინეთიდან. თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე მოდის კომპონენტების 5% და 2% შესაბამისად.

XS
SM
MD
LG