რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე ბოლო რამდენიმე [19:00 - 22:00] საათია საცობია. ასობით მანქანა და მგზავრი რამდენიმე კილომეტრის გავლას რამდენიმე საათი უნდება.
ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს "საავტომობილო გზების დეპარტამენტში" - უწყებაში, რომელიც საქალაქთაშორისო და საერთაშორისო მნიშვნელობის გზებს კურირებს.
როგორ მოქალაქეები სოციალურ ქსელებში წერენ, გართულებულია მოძრაობა დასავლეთ საქართველოდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი გზის ნაწილზე. 28 აგვისტო ზაფხულის სეზონზე ბოლო დასვენების დღეა, საცობის მიზეზი ის შეიძლება იყოს, რომ მოქალაქეები დედაქალაქში ბრუნდებიან.
21:00 საათიდან რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილება შეუძლიათ მხოლოდ სატვირთო ავტომობილებს, შესაბამისად, მანქანების ნაკადი შემცირდება. გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ გზის ამ ნაწილიდან მანქანების გადამისამართების მიუხედავად, საცობის შესახებ შეტყობინებები მათ ცხელ ხაზზე მაინც შედის.