ოპოზიციური პარტია "ლელოს" ლიდერმა და დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ფეისბუკზე უპასუხა "ხალხის ძალის" წარმომადგენლის, ზურაბ ქადაგიძის განცხადებას, რომელიც მიანიშნებდა, რომ პოლიტიკოსს თბილისი-მოსკოვის რეისთან ჰქონდა კავშირი.
"რა ხდებოდა მოსკოვი-თბილისის რეისზე? ჯერ თქვენს პასუხს დაველოდები, მაგრამ მაინცდამაინც ნუ დაიწყებთ, სასწაული ანტიპუტინისტი რუსები ჩამოვიდნენ და იმათ ვხვდებოდითო. აბა გისმენთ", - დაწერა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა სოციალურ ქსელში და მონიშნა ხაზარაძე და მისი პარტია.
ხაზარაძემ იუმორით უპასუხა მის მიმართ ბრალდებას და ფეისბუკში დაწერა:
"გუშინ საღამოს ბათუმიდან ჩამოვფრინდი თბილისში, დილით გერმანიაში გამოვფრინდი.
ყველგან მოსკოვი როგორ გელანდებათ?!. თუ გინდათ, სელფსაც დაგიდებთ გერმანიის ლამაზი ხედებით, იქნებ მოსკოვისგან გაარჩიოთ", - თქვა მან და ბათუმი-თბილისის ბილეთის ფოტოები გაასაჯაროვა.