Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაბომბვის შედეგად შვიდი სამოქალაქო პირი დაიღუპა ხერსონის ოლქში


შვიდი სამოქალაქო პირი, მათ შორის ჩვილი ბავშვი და 12 წლის ბიჭი, დაიღუპა ხერსონის რეგიონში დაბომბვის დროს. დაღუპულთაგან ხუთნი - ერთი ოჯახის წევრები იყვნენ.
შვიდი სამოქალაქო პირი, მათ შორის ჩვილი ბავშვი და 12 წლის ბიჭი, დაიღუპა ხერსონის რეგიონში დაბომბვის დროს. დაღუპულთაგან ხუთნი - ერთი ოჯახის წევრები იყვნენ.

რუსეთის მიერ დაბომბვის შედეგად რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა სამხრეთ უკრაინაში. უკრაინაში ბრძოლები გრძელდება როგორც ქვეყნის სამხრეთში, ასევე აღმოსავლეთში, იტყობინება უკრაინის ხელისუფლება 13 აგვისტოს.

შვიდი სამოქალაქო პირი, მათ შორის ჩვილი ბავშვი და 12 წლის ბიჭი, დაიღუპა ხერსონის რეგიონში დაბომბვის დროს. დაღუპულთაგან ხუთნი - ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. რამდენიმე დასახლებაში დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, წერს ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ტელეგრამში გამოქვეყნებულ ცნობაში. დაბომბვების შედეგად კიდევ ექვსი ადამიანია დაშავებული.

დაიბომბა ასევე ზაპოროჟიეს ოლქის სამხრეთში ქალაქ ნიკოპოლის გარშემო მდებარე სამოქალაქო რაიონები. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ დაფიქსირებულა მას შემდეგ, რაც „დაახლოებით ათი ჭურვი“ ჩამოვარდა ნიკოპოლსა და ქალაქ ჩერვონოგრიგორევკაში.

13 აგვისტოს უკრაინის გენერალური შტაბი ყოველდღიურ ანგარიშში იტყობინება, რომ უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში 39 შეტაკება მოხდა ხარკოვის რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში და ზაპოროჟიეს ოლქის რობოტინოს რაიონში.

ვადიმ როგოვმა, უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ნაწილში რუსეთის მიერ დანიშნულმა საოკუპაციო ჩინოვნიკმა, თქვა, რომ უკრაინის ჯარებმა რუსული ხაზები გაარღვიეს და დონეცკის რეგიონის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე უროჟაინოეს დასახლებაში „მოიკიდეს ფეხი“. როგოვის თქმით, უკრაინის ძალები ცდილობენ კონტროლი დააწესონ ახლომდებარე ქალაქ სტარომლინოვკაზე.

ამასობაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „ჩაშალა“ უკრაინის ძალისხმევა, რომლის მიზანი იყო „რუსეთში ობიექტებზე ტერორისტული თავდასხმების განხორციელება“. სამინისტროს განცხადებით, სამი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს ბელგოროდის ოლქში, კიდევ ერთი - კურსკის ოლქში. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

XS
SM
MD
LG