Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ლეონიდ ვოლოდარსკი - ფილმების პოპულარული გამხმოვანებელი


ლეონიდ ვოლოდარსკი
ლეონიდ ვოლოდარსკი

მოსკოვში 73 წლის ასაკში გარდაიცვალა რადიოწამყვანი და მთარგმნელი ლეონიდ ვოლოდარსკი. ამის შესახებ იტყობინება რადიოსადგური "გოვორიტ მოსკვა", რომელშიც ის ბოლო დრომდე მუშაობდა.

ლეონიდ ვოლოდარსკი ცნობილია, როგორც ბევრი ფილმის სინქრონული მთარგმნელი და გამხმოვანებელი გასული საუკუნის 80-90-იანი წლების სსრკ-სა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. ვოლოდარსკიმ არნახული პოპულარობა მოიპოვა მეტყველების განსაკუთრებული მანერისა და სპეციფიკური გამოთქმის წყალობით.

დაიბადა მოსკოვში 1950 წლის 20 მაისს. დაამთავრა უცხო ენების ინსტიტუტი. მთარგმნელობითი მუშაობა დაიწყო 1968 წელს. 30 წლის განმავლობაში, როგორც თვითონ ამტკიცებდა, გაახმოვანა 5 ათასზე მეტი ფილმი, მათ შორის "ტერმინატორი".

ვოლოდარსკი იყო ჯერომ სელინჯერის ნაწარმოებების მთარგმნელი. მანვე რუსეთში ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო სტივენ კინგის ნაწარმოებების თარგმნა.

1990-იანი წლების ბოლოს ვოლოდარსკი მუშაობდა НТВ-ში, გახმოვანების სტუდიებისთვის ფილმებისა და სერიალების მთარგმნელად. 2014 წლიდან უძღვებოდა საავტორო გადაცემას რადიოში „გოვორიტ მოსკვა“.

XS
SM
MD
LG