Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის ახალი სანქციები დრონების მწარმოებელ ირანულ კომპანიაზეც ვრცელდება


ირანული წარმოების დრონები საწვრთნელ პოლიგონზე ირანში. 24 აგვისტო, 2023.
ირანული წარმოების დრონები საწვრთნელ პოლიგონზე ირანში. 24 აგვისტო, 2023.

დიდმა ბრიტანეთმა 8 აგვისტოს გამოაცხადა, რომ აფართოებს სანქციების სიებს, რათა შეზღუდოს რუსეთის თავდაცვის სფერო და მას უცხოურ სამხედრო აღჭურვილობაზე წვდომა გადაუკეტოს უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით.

ახალი შეზღუდვები ვრცელდება ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ბელარუსში, ირანში, თურქეთში, დუბაიში, სლოვაკეთსა და შვეიცარიაში, იტყობინება Reuters-ი. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ საეტაპო უწოდა შემდგომ სანქციებს, რომლებიც, მისი სიტყვებით, კიდევ უფრო შეამცირებს რუსეთის არსენალს და გავლენას მოახდენს მიწოდების ჯაჭვებზე, რომლებიც ეხმარება ვლადიმირ პუტინის თავდაცვის მრეწველობას.

სულ გამოცხადდა სანქციების 25 ახალი ზომის შესახებ, მათ შორის სამი კომპანიის მიმართ რუსეთიდან, რომლებიც ელექტრონული კომპონენტების იმპორტს ახორციელებენ ბრძოლის ველზე გამოყენებული სამხედრო ტექნიკისთვის.

დიდი ბრიტანეთის „შავ სიებში“ მოხვდა დრონების მწარმოებელი ირანული კომპანია Paravar Pars-ი და კომპანიის შვიდი წამყვანი მენეჯერი, ასევე ორი მიკროელექტრონიკის ექსპორტიორი თურქეთში. ბელარუსის საწარმოებიდან სანქციების სიაში მოექცა ორშის ავიასარემონტო ქარხანა და ბორისოვის რადიოელექტრონული იარაღის შემკეთებელი ქარხანა.

სანქციები ბრიტანულ ორგანიზაციებს უკრძალავს "შავ სიაში" მოხვედრილთათვის სატრასტო სერვისების აღმოჩენას. ის ასევე ითვალისწინებს ბრიტანეთის ტერიტორიაზე მდებარე მათი აქტივების „გაყინვას“.

გაერთიანებულმა სამეფომ, აშშ-მა და ევროკავშირმა სანქციების რამდენიმე პაკეტი შემოიღეს 2022 წლის თებერვლის ბოლოდან მოკიდებული, რათა რუსეთი დაისაჯოს უკრაინაში მისი - როგორც დასავლეთი აღნიშნავს ხაზგასმით - „არაპროვოცირებული“ შეჭრისთვის.

XS
SM
MD
LG