Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვის კრიტიკოსების ოჯახის წევრები ფრონტზე იძულებით გაგზავნეს


საიდ-აჰმედ იანგულბაევი
საიდ-აჰმედ იანგულბაევი

ჩეჩნეთიდან იძულებით გაგზავნეს უკრაინაში მიმდინარე ომში ოთხი ნათესავი ძმებ იანგულბაევებისა, რომლებიც რესპუბლიკის მეთაურის, რამზან კადიროვის კრიტიკით არიან ცნობილი.

ერთ-ერთმა ძმამ, აბუბაქარ იანგულბაევმა, თავის ტელეგრამის არხზე განმარტა, რომ უკრაინაში ფრონტზე გაუშვეს მამამისის 55 წლის ძმა საიდ-აჰმედ იანგულბაევი, კიდევ ერთი ძმის ორი ვაჟი - ადამ და იუსუპ იანგულბაევები და მისი მესამე ძმის შვილი - ჰასან იანგულბაევი. მათ მამებს ადამის, იუსუპისა და ჰასანის გარდა, სხვა ვაჟები არ ჰყავთ. ამასთან ჰასანი ახალშობილი ბავშვის მამაა, ადამსაც პატარა შვილი ჰყავს.

საიდ-აჰმედი და ადამი ჩნდებიან პროპაგანდისტულ ვიდეოში, რომელიც რამზან კადიროვმა გამოაქვეყნა. 7 აგვისტოს მან გაავრცელა ინფორმაცია ფრონტზე "მოხალისეთა" კიდევ ერთი ჯგუფის გაგზავნის შესახებ. სავარაუდოდ, ახალმა ჯგუფმა გუდერმესის ე.წ. "სპეციალური ძალების უნივერსიტეტში" გაიარა სამხედრო მომზადება.

„კავკაზ.რეალიისთან“ კომენტარში აბუბაქარ იანგულბაევმა განმარტა, რომ მისი ნათესავები დააკავა პოლიციამ და გადაიყვანა "სპეციალური ძალების უნივერსიტეტში", სადაც ისინი მხოლოდ ორი-სამი დღის განმავლობაში მოამზადეს, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ ჩარიცხეს სპეცდანიშნულების რაზმ "ახმატში" და საომრად უკრაინაში გაგზავნეს.

XS
SM
MD
LG