მოზარდის ცხედარი იპოვეს ფოთში, ზღვაში. დაკარგულია კიდევ ერთი არასრულწლოვანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ზღვაში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო (თვითმკვლელობამდე მიყვანა).