Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოვში მომხდარზე გამოძიება პირველივე წუთებში დაიწყო - აცხადებს შსს


რაჭა, შოვი
რაჭა, შოვი

რაჭაში, შოვში, სტიქიური უბედურების მეხუთე დღეს, 7 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ამბობს, რომ გამოძიება დაწყებულია. ჟურნალისტებთან კომენტარში მან ვერ დაასახელა კონკრეტული მუხლები, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს.

"ინციდენტის პირველივე წუთებში დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება, ორი მუხლით არის საქმე აღძრული, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის დროს, შეიძლება, გადაკვალიფიცირდეს მუხლები. ასე რომ, გამოძიება, რა თქმა უნდა, დაწყებულია", - თქვა მღებრიშვილმა.

რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გაარკვია, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით:

  • მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით;
  • მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.

შოვში ღვარცოფი და მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე განვითარდა. მას შემდეგ ადგილზე ჩავიდნენ მაღალჩინოსნები და არაერთი განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც, თუმცა საუბარი არ ყოფილა გამოძების დაწყებაზე.

ბოლო მონაცემებით, სტიქიის ზონიდან 200-ზე მეტი ადამიანია გამოყვანილი, ნაპოვნია 18 ადამიანის ცხედარი. ოფიციალური მონაცემებით, ეძებენ 17-ს, თუმცა დაზუსტების იმის თქმა, იყო თუ არა მეტი ადამიანი იქ, შეუძლებელია.

XS
SM
MD
LG