Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკის თქმით, რუსეთის რაკეტებმა უკრაინაში მიზანში ამოიღო სისხლის გადასხმის ცენტრი და აერონავტიკის ფირმა


ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის სამიზნე გახდა ხარკოვის რეგიონში მდებარე სისხლის გადასხმის ცენტრი, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. მისივე თქმით, შეტევის მიზანში იყო ასევე აერონავტიკის ფირმა Motor Sich-ი. მანამდე რამდენიმე საათით ადრე, ქერჩის სრუტეში, სავარაუდოდ, დრონებით მიტანილი შეტევებით გამოწვეული აფეთქებების შედეგად დაზიანდა რუსეთის ორი ხომალდი. ეს მოხდა იმ ხიდთან ახლოს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მოსკოვის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და რუსეთს.

"მიზანმიმართული საჰაერო ბომბი" მოხვდა ქალაქ კუპიანსკის ცენტრს, რუსეთის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, 5 აგვისტოს, გვიან ღამით", - წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალური მედიით. ზელენსკი დასძენს, რომ "არიან დახოცილები და დაჭრილები" და მაშველები განაგრძობენ ხანძრებთან ბრძოლას.

მანამდე ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის რაკეტა მოხვდა უკრაინის აერონავტიკის ფირმის, Motor Sich-ის ობიექტს დასავლეთ უკრაინაში. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია მყისიერად არ გავრცელებულა

"დღეს რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ", - განაცხადა ზელენსკიმ 5 აგვისტოს, თავის რეგულარულ საღამოს გამოსვლაში.

XS
SM
MD
LG