20 აგვისტოს მონაცემებით, მაშველების მიერ სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 28 ცხედარი, საძიებო სამუშაოები კი მიმდინარეობს 5 პირთან დაკავშირებით.
შსს-ს ინფორმაციით, მაშველებმა შოვში, სტიქიის ზონაში, კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში მოძიებულია 29 ცხედარი, მიმდინარეობს კიდევ 4 დაკარგული ადამიანის საძიებო სამუშაოები.
„...თითქოს ამის ანალიზი უხერხულია - როგორ შეიძლება კითხვის ნიშნები დასვა, როცა სტიქია მოხდა. გასაგებია, რომ სტიქია მოხდა, მაგრამ მომავალში მაინც ხომ უნდა ვიყოთ უკეთ მომზადებული.
მოტივაცია, რის გამოც ამაზე ვლაპარაკობ, ისაა, რომ სამაშველო შვეულმფრენები მალე შეიძინოს სახელმწიფომ, უკეთესი აღჭურვილობა და გადამზადება ჰქონდეთ მაშველებს...”