Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვნუკოვოს აეროპორტი დროებით დაიკეტა - ვრცელდება ინფორმაცია მოსკოვზე დრონებით თავდასხმის შესახებ


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები მოსკოვში, ბიზნესცენტრთან, რომელიც, სავარაუდოდ, დროებით შეტევის სამიზნე გახდა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები მოსკოვში, ბიზნესცენტრთან, რომელიც, სავარაუდოდ, დროებით შეტევის სამიზნე გახდა

მოსკოვში, ბიზნესცენტრზე დრონებით შეტევის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, დროებით დაიკეტა მოსკოვის ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტი.

რუსული სამთავრობო მედია TASS-ის ცნობით, მოსკოვში, პრესტიჟულ უბან მოსკოვი-სითიში, 50-სართულიანი ბიზნესცენტრის შენობას გუშინ ღამით დაესხნენ თავს დრონებით. ამ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაზიანდა შენობის რამდენიმე სართული.

რუსეთი მომხდარ თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის მხრიდან მოსკოვზე თავდასხმა 3 დრონით განხორციელდა.

უკრაინას კომენტარი ამ საკითხზე ჯერ არ გაუკეთებია.

ეს პირველი შემთხვევა არ არის ივლისში, როცა მოსკოვზე შეტევის გამო დაიკეტა საერთაშორისო აეროპორტი. ანალოგიური ვითარება იყო 4 ივლისსაც. ამ დღეს მოსკოვის და მისი ოლქის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო, მათ შორის დაბა კუბინკაში განთავსებულ სამხედრო ობიექტზე. კუბინკა ვნუკოვოს აეროპორტიდან დაახლოებით 35 კილომეტრში მდებარეობს.

ბიზნესცენტზე დრონებით შეტევა მაისის დასაწყისიდან მოსკოვზე დრონების თავდასხმის მეოთხე შემთხვევაა.

XS
SM
MD
LG