Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ ეროვნულ გამოცდაზე დამატებით დაუშვა აბიტურიენტი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა


საილუსტრაციო ფოტო: ეროვნული გამოცდების ერთ-ერთი ცენტრი, თბილისი. 6 ივლისი, 2020 წ.
საილუსტრაციო ფოტო: ეროვნული გამოცდების ერთ-ერთი ცენტრი, თბილისი. 6 ივლისი, 2020 წ.

არასამთავრობო ორგანიზაციის, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR), ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა იმ აბიტურიენტის სარჩელი, რომელიც მოითხოვდა ეროვნულ გამოცდაზე დამატებით დაშვებას - გამოცდაზე იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მივიდა. PHR-ის ადვოკატების მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლომ განათლების სამინისტროს სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს“ დაავალა აბიტურიენტის დამატებით დაშვება ეროვნულ გამოცდაზე.

როგორც ორგანიზაცია აცხადებს, სასამართლოსთვის მიმართვამდე, აბიტურიენტის წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ჯანმრთელობის პრობლემის გამო (ჰქონდა კბილის მწვავე ტკივილი და ჩაუტარდა რთული ოპერაცია, რამაც გამოიწვია გართულება) ვერ გამოცხადდა.

„რომ არა სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, აბიტურიენტი დაკარგავდა ერთ სასწავლო წელს. მოსამართლემ გადაწყვეტილება 24 საათში მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილებით აბიტურიენტს მიეცემა შესაძლებლობა დაუბრკოლებლად ისარგებლოს განათლების უფლებით", - აცხადებს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის".

XS
SM
MD
LG