Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მზიურის" პარკთან ბიზნესმენის დაჭრის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარუდგინეს


საქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა კაცს, რომელიც დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღით ბიზნესმენ ტატო გურგენიძის დაჭრის საქმეზე. შემთხვევა თბილისში, „მზიურის" პარკთან მდებარე ოფისში მოხდა. დაკავებულს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების ვერსიით, 25 ივლისს თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე იურიდიული კომპანიის ოფისში, ბრალდებულმა სამშენებლო ბიზნესსაქმიანობიდან წარმოშობილი უთანხმოების გამო, შელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა დაზარალებულს და სხეულის სხვადასხვა არეში დაჭრა.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 26 ივლისს დააკავეს. პროკურატურა აცხადებს, რომ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოღებულია.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

XS
SM
MD
LG