Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა F-16 ტიპის თვითმფრინავებს, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის მიიღებს


F-16 მოიერიშე თვითმფრინავი
F-16 მოიერიშე თვითმფრინავი

აშშ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, სავარაუდოდ, წლის ბოლოს გადასცემს. ამის შესახებ თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯონ კირბიმ ტელეარხ Fox News-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„F-16-ები უკრაინაში, დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე ჩავა. მაგრამ ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ მხოლოდ F-16-ები შეცვლიან სიტუაციას“, - განაცხადა ჯონ კირბიმ. მისი თქმით, ახლა უკრაინას მეტი საარტილერიო ჭურვი ესაჭიროება.

უკრაინული მედიის ცნობით, F-16 მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების წვრთნები ჯერ არ დაწყებულა.

2023 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ აშშ თანახმაა, უკრაინას გადაეცეს ავიაგამანადგურებლები F-16.

11 ივლისს ვილნიუსში, ნატოს სამიტის ფარგლებში, უკრაინამ 11 პარტნიორ სახელმწიფოსთან გააფორმა მემორანდუმი, რომელიც F-16-ის სამართავად უკრაინელი პილოტების მომზადებას ეხება.

XS
SM
MD
LG