Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლენინის მავზოლეუმს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს


საილუსტრაციო ფოტო. ლენინის მავზოლეუმი მოსკოვის წითელ მოედანზე
საილუსტრაციო ფოტო. ლენინის მავზოლეუმი მოსკოვის წითელ მოედანზე

მოსკოვის წითელ მოედანზე მდებარე ლენინის მავზოლეუმს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს. რუსული ტელეგრამ-არხების, 112-ის და „ბაზას“ ინფორმაციით, შემთხვევა 17 ივლისს, ღამით მოხდა.

დაკავებულია რუსეთის ქალაქ ჩიტის მცხოვრები, 37 წლის კონსტანტინ სტაჩუკოვი, რომელმაც მავზოლეუმს აალებადი სითხით სავსე ბოთლი ესროლა. „მოლოტოვის კოქტეილმა“ მავზოლეუმამდე ვერ მიაღწია და ქვაფენილზე აალდა. სტაჩუკოვის ქმედების მოტივი უცნობია.

კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ მოსკოვის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ „არაადეკვატურმა კაცმა“ დაკავებისას სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია. მას ოქმი შეუდგინეს პოლიციის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, მავზოლეუმის დაწვის მცდელობისთვის კი, წინასწარი ინფორმაციით, ხულიგნობის მუხლით გაასამართლებენ.

რუსეთი საბჭოთა ბელადის, ვლადიმირ ულიანოვის(ლენინის) ნეშტს მოსკოვის წითელ მოედანზე მდებარე მავზოლეუმში, გამჭვირვალე სარკოფაგში ინახავს 1924 წლიდან.

XS
SM
MD
LG