Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა დრონებით შეუტია უკრაინის სამხრეთს


საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. დრონით დარტყმის შედეგად გამოწვეული ხანძარი ოდესაში
საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. დრონით დარტყმის შედეგად გამოწვეული ხანძარი ოდესაში

რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განახორციელა უკრაინის სამხრეთზე. ნიკოლაევის, ხერსონის და ოდესის ოლქებში ღამის პირველი საათის შემდეგ გამოცხადდა საჰაერო განგაში, რომელიც სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ამოქმედებული იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა.

აფეთქებები იყო ნიკოლაევსა და ოდესაში. ნიკოლაევის მერის, ოლექსანდრ სენკევიჩის ინფორმაციით, საკმაოდ სერიოზული ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ ობიექტზე, სადაც საგანგებო სიტუაციების სამსახური მუშაობს. სხვა შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

XS
SM
MD
LG