ფონიჭალაში არასრულწლოვანი გოგოს გატაცების ბრალდებით სამართალდამცავებმა 15 ივლისს ოთხი პირი დააკავეს.
როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით, არასრულწლოვანის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს და სასჯელის ზომად ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგო ბიძაშვილმა ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცა.