Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი თანამდებობას დატოვებს


ბენ უოლესი, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი
ბენ უოლესი, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი თანამდებობას, სავარაუდოდ, სექტემბერში დატოვებს, მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში მორიგი გადაადგილებებია მოსალოდნელი. ამის შესახებ მან 15 ივლისს განაცხადა The Times-სთან ინტერვიუში.

გარდა ამისა, ის საკუთარ კანდიდატურას არ წარადგენს მორიგ საპარლამენტო არჩევნებში. უოლესი აცხადებს, რომ ვადაზე ადრე არ იტყვის უარს დეპუტატის მანდატზე, რათა მის ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების საჭიროება არ დადგეს.

გამოცემის თანახმად, პოლიტიკოსი 16 ივნისს ესაუბრა საკუთარი გეგმების შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს:

„კარიერა პოლიტიკაში შოტლანტიის პარლამენტში 1999 წელს დავიწყე. ეს არის 24 წელი. შვიდ წელზე მეტი ჩემს საწოლთან, სამ ტელეფონთან ერთად გავატარე“, - ამბობს უოლესი ინტერვიუში.

უოლესი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას 2019 წლის 24 ივნისიდან იკავებს. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა სამი პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა, თუმცა უოლესი ყოველ ჯერზე ხელახლა ინიშნებოდა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის პოსტზე.

XS
SM
MD
LG