Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოლივუდში მსახიობებიც გაიფიცნენ


ჰოლივუდის მსახიობებმა დღეიდან, 14 ივლისიდან, გაფიცვა გამოაცხადეს და შეუერთდნენ სცენარისტების პროტესტს, რომელიც მესამე თვეა გრძელდება.

ამერიკული კინოს მსახიობთა გილდიის და ტელევიზიის და რადიოს არტისტების ფედერაციის გაერთიანებულმა პროფკავშირმა (SAG-AFTRA) გაფიცვის გადაწყვეტილება სტუდიებთან და ციფრულ პლატფორმებთან თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე და უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკების შემდეგ მიიღო. პროფკავშირი 160 ათასამდე ადამიანს აერთიანებს.

გაფიცულები მოითხოვენ, რომ გაიზარდოს საბაზისო ხელფასი და ციფრულ პლატფორმებზე ფილმების ჩვენების ჰონორარი. გარდა ამისა, მოითხოვენ გარანტიას, რომ მათ შრომას არ შეცვლის ხელოვნური ინტელექტი.

მსახიობების აქციამდე, ანალოგიური მოთხოვნებით, მაისში გაიფიცნენ ჰოლივუდის სცენარისტები. ამერიკულ კინოინდუსტრიაში მსგავსი მასშტაბის გაფიცვა 1960 წლის შემდეგ აღარ ყოფილა.

XS
SM
MD
LG