გერმანიაში მცხოვრები ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის რომან "მერვე სიცოცხლის" მიხედვით სატელევიზიო სერიალის გადაღება იგეგმება.
გამოცემა "The Hollywood Reporter-ი", რომელიც ამ ინფორმაციას ავრცელებს, წერს, რომ ნინო ხარატიშვილის წიგნის სატელევიზიო ვერსიაზე „ოსკარისა“ და „ემის“ მფლობელი პროდიუსერები იმუშავებენ. ერთ-ერთი საპროდუისერო კომპანია, რომელიც "მერვე სიცოცხლის" მიხედვით სერიალის გადაღებაში იქნება ჩართული, ასევე მუშაობდა გერმანელი მწერლის, ერიხ მარია რემარკის რომანის მიხედვით გადაღებულ ოსკაროსან ფილმზე "დასავლეთის ფრონტი უცვლელია".
"მერვე სიცოცხლე (ბრილკას)" ერთი ოჯახის საგაა. რომანი 2014 წელს გამოვიდა გერმანულ ენაზე. ამ წიგნისთვის ნინო ხარატიშვილმა 2018 წელს გერმანიაში პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო, ბერტოლტ ბრეხტის პრემია მიიღო. 2020 წელს რომანი ბუკერის პრემიის გრძელ სიაში მოხვდა.