Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის და უკრაინის უმაღლესი დონის დიპლომატებმა ნატოს სამიტის წინ „მნიშვნელოვანი“ საუბარი გამართეს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება. ლონდონი. 20 ივნისი, 2023 წელი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება. ლონდონი. 20 ივნისი, 2023 წელი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ 9 ივნისს, გვიან, განაცხადეს, რომ გამართეს სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც იმსჯელეს ნატოს მიმდინარე კვირის სამიტისა და უკრაინის არმიის კონტრიერიშის შესახებ.

„უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან მქონდა მნიშვნელოვანი საუბარი ამ კვირის ნატოს სამიტის წინ“, - დაწერა ტვიტერით ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ორმა დიპლომატმა იმსჯელა უკრაინის არმიის „კონტრიერიშის დროს წინსვლაზე.“

კულებამ ტვიტერზე დაწერა, რომ სატელეფონო საუბრის მიზანი იყო ნატოს სამიტის თაობაზე დეტალების განხილვა. სამიტი ვილნიუსში იწყება 11 ივლისს.

XS
SM
MD
LG