Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკა ამბობს, რომ პრიგოჟინი სანქტ პეტერბურგშია


ალიაქსანდრ ლუკაშენკა. 16 მაისი, 2023 წელი
ალიაქსანდრ ლუკაშენკა. 16 მაისი, 2023 წელი

Reuters-ის სააგენტოს თანახმად, ბელარუსის ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ მინსკში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის ძალებისგან ფრონტის ხაზზე სერიოზულ მოქმედებას მოელის ნატოს სამიტის წინ, რომელიც ლიეტუვაში იმართება მომავალ კვირაში.

ლუკაშენკას თქმით, ასეთი ნაბიჯით უკრაინა გაანადგურებს თავის საუკეთესო რეზერვს და დაასამარებს სამხედრო შესაძლებლობას.

ლუკაშენკას თანახმად, ის უკრაინას და რუსეთს სთავაზობს, დაიწყონ სამშვიდობო მოლაპარაკება წინაპირობების გარეშე.

სააგენტოს მოჰყავს მისი ნათქვამი რუსეთის კერძო სამხედრო გაერთიანების, „ვაგნერის“ შესახებ. ბელარუსის მმართველის ინფორმაციით, „ვაგნერის“ მეთაური ევგენი პრიგოჟინი არ არის ბელარუსში და რომ რუსეთში, სანქტ პეტერბურგში იმყოფება.

Reuters-ს რუსეთის სააგენტო TASS-ზე დაყრდნობით მოჰყავს ლუკაშენკოს ნათქვამი, რომ აპირებს პრიგოჟინთან მოლაპარაკებას რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მისი შეხვედრის შესახებ. პრიგოჟინი სრულიად თავისუფალია და ლუკაშენკას აზრით, პუტინი მის მოსპობას არ აპირებს.

ლუკაშენკამ თქვა ასევე, რომ „ვაგნერის“ დაქირავებული მეომრები მათი მუდმივი განთავსების ადგილებზე იმყოფებიან.

ბელარუსის ლიდერმა ასევე თქვა, რომ რუსეთს მინსკთან ექნება კონსულტაცია ატომური იარაღის გამოყენების შემთხვევაში.

ალექსანდრ ლუკაშენკამ შუამავლის როლი ითამაშა, როცა "ვაგნერის", დაქირავებულმა მებრძოლებმა და მეთაურმა ევგენი პრიგოჟინმა ამბოხება სცადეს და მოსკოვის მიმართულებით დაიძრნენ დონის როსტოვის დაკავების შემდეგ. პრიგოჟინი დაუპირისპირდა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას.

მოსკოვის პროკურატურამ მის მიმართ საქმე აღძრა, მაგრამ იმავე დღესვე გააუქმა მას შემდეგ, რაც "ვაგნერმა" ამბოხება შეწყვიტა და მეომრები ბანაკებში დააბრუნა.

ამბოხების მცდელობის შემდგომი პერიოდის ვერსიით, "ვაგნერის" მეთაური ბელარუსში უნდა ყოფილიყო.

XS
SM
MD
LG