Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზარემა მუსაევას კოლონიაში ხუთ-ნახევარი წლით პატიმრობა მიესაჯა


ზარემა მუსაევა
ზარემა მუსაევა

გროზნოს სასამართლომ კოლონიაში ხუთ-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა ჩეჩენი აქტივისტების, იანგულბაევების დედას, ზარემა მუსაევას. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო თაღლითობის და პოლიციელის მიმართ ძალადობის მუხლებით.

2022 წლის იანვარში ჩეჩენი პოლიციელები შეიჭრნენ პენსიაზე გასული მოსამართლის, საიდ იანგულბაევის ნიჟნი-ნოვგოროდის ბინაში და ჩეჩნეთში ძალით წაიყვანეს მისი მეუღლე ზარემა მუსაევა. პოლიციამ განმარტა, რომ მათ მუსაევა დაკითხვაზე დაიბარეს 2019 წლის ზაფხულში გროზნოში ვინმე მადინა ასიმოვას მიერ ჩადენილი თაღლითობის საქმეზე. მუსაევა უარყოფდა ასიმოვასთან ურთიერთობას.

ჩეჩნეთში მუსაევას პირველად 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა პოლიციელის შეურაცხყოფის მუხლით მიუსაჯა. შემდეგ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. თითქოსდა, ის თავს დაესხა უბნის ოფიცერს, რომელიც ოქმს ამზადებდა და „ლამის თვალი ამოთხარა“, - აცხადებდა ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი. მოგვიანებით, მუსაევას ასევე ბრალი წაუყენეს თაღლითობაში. უფლებადამცველმა ცენტრმა „მემორიალმა“ მუსაევა პოლიტპატიმრად აღიარა.

მუსაევას ვაჟმა და "წამების წინააღმდეგ მებრძოლი გუნდის" ჩრდილოეთ კავკასიის ფილიალის ყოფილმა ადვოკატმა აბუბაკარ იანგულბაევმა არაერთხელ განაცხადა, რომ დაპატიმრების წელიწად-ნახევრის განმავლობაში, დიაბეტით დაავადებული დედამისის ჯანმრთელობა გაუარესდა. მისი თქმით, მუსაევას მხედველობა გაუუარესდა, ზურგის ტკივილი პროგრესირებს, რის გამოც ის ვერ გადის სასეირნოდ.

მუსაევას დაცვამ ჰოსპიტალიზაციის საკითხის გადასაჭრელად მისი ჯანმრთელობის გამოკვლევა მოითხოვა, რადგან მწვავე ჰიპერტონიული კრიზისების დროს მას გონების დაკარგვა დაეწყო. სასამართლომ ეს ოფიციალური მიზეზების გამო უარყო.

როდის "შეჭამს" კადიროვი 1323-ეს?
please wait

No media source currently available

0:00 0:16:24 0:00

ზარინა მუსაევას სასამართლო პროცესს გროზნოში უძღოდა დიდი აჟიოტაჟი.

4 ივლისის დილით უცნობმა პირებმა სასტიკად სცემეს გროზნოს აეროპორტიდან ჩეჩნეთის დედაქალაქისკენ მიმავალ „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტ ელენა მილაშინას და ადვოკატ ალექსანდრ ნემოვს. იგი ზარემა მუსაევას ადვოკატია და მონაწილეობა უნდა მიეღო მისთვის სასამართლოს განაჩენის გამოცხადების პროცესში.

XS
SM
MD
LG