Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რკინიგზა: 3 ივლისს 17:00 საათიდან მატარებლების მოძრაობა განახლდება


საილუსტრაციო ფოტო: თბილისი-ბათუმის მატარებელი
საილუსტრაციო ფოტო: თბილისი-ბათუმის მატარებელი

კომპანია "საქართველოს რკინიგზის" განცხადებით, დღეს, 3 ივლისს, 17:00 საათიდან რკინიგზაზე მატარებლების მოძრაობა განახლდება. მისივე ინფორმაციით, სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყრისაგან სრულად გაწმენდილია ლიანდაგები და აღდგენილია საკონტაქტო ქსელი.

კომპანიის ცნობით, დღის მეორე ნახევარში შესრულდება შემდეგი რეისები:

მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები

  • #804 თბილისი-ბათუმი 17:05
  • #807 ბათუმი-თბილისი 17:15
  • #801 ბათუმი-თბილისი 18:20
  • #812 თბილისი-ბათუმი 0:35
  • #811 ბათუმი-თბილისი 0:45
  • #869 ზუგდიდი-თბილისი 17:25
  • #874 თბილისი-ფოთი 17:30.

მეწყრის გამო, უსაფრთხოების მიზნით, გუშინ, 2 ივლისს, გაუქმდა სამგზავრო, მათ შორის მაგისტრალური და საგარეუბნო რეისები.

"საქართველოს რკინიგზაში" რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სამგზავრო რეისების გაუქმების პერიოდში არ შეჩერებულა სატვირთო მატარებლების მოძრაობა, თუმცა მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ, მცირე ხნით ისიც შეფერხებული იყო.

სადგურ მარელისში უხვი ნალექის შემდეგ მეწყერი პირველ ივლისს ჩამოწვა, შედეგად დაზიანდა რკინიგზის საკონტაქტო ქსელი და ლიანდაგები.

XS
SM
MD
LG