Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამაზ გაიაშვილი: იმედია, უკრაინის პრეზიდენტის უსამართლო გადაწყვეტილებას საქართველოს სარკისებური პასუხი მოჰყვება


თამაზ გაიაშვილი გამოეხმაურა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისისა“ და პირადად მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და განაცხადა, რომ „უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში ჩემი ან ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ შეყვანა აბსურდი და უსამართლობაა.“ მისი თქმით, ავიაკომპანია მხოლოდ იმ გადაწყვეტილებებს ასრულებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა იღებს, თავად კი 2003 წლიდან აღარც „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელია და აღარც გენერალური დირექტორი და მას მხოლოდ საფრენოსნო სამსახურის უფროსის თანამდებობა უჭირავს.

თამაზ გაიაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული აქვს. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები „ყველაფერზე მიდიან, ოღონდ როგორმე დაამხონ ხელისუფლება და თვითონ აღმოჩნდნენ ქვეყნის სათავეში. თავიანთი ამ არაჯანსაღი მიზნისკენ სავალ გზაზე ისინი ახერხებენ უკრაინის პრეზიდენტის შეცდომაში შეყვანასაც“, - ნათქვამია განცხადებაში.

„იმედს ვიტოვებ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ამ უსამართლო და უსაფუძვლო გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მყისიერი და სარკისებური პასუხი მოჰყვება“, - აცხადებს თამაზ გაიაშვილი.

XS
SM
MD
LG