Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WSJ: კრემლი ცდილობს, კონტროლი დააწესოს "ვაგნერის" უცხოურ ოპერაციებზე


"ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლები სირიაში.
"ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლები სირიაში.

Wall Street Journal-მა (WSJ) გამოაქვეყნა ვრცელი მასალა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება იქონიოს გავლენა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხებამ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ სიტუაციაზე, სადაც ბოლო წლებში იმყოფებოდნენ რუსი დაქირავებული მეომრები.

როგორც WSJ წერს წყაროებზე დაყრდნობით, რუსეთის ხელისუფლებამ, რომელიც წლების განმავლობაში უარყოფდა „ვაგნერთან“ კავშირს, შაბათს პრიგოჟინის კოლონის შეჩერების შემდეგ აქტიური დიპლომატიური კამპანია წამოიწყო, რათა დაემშვიდებინა პარტნიორები აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, რომ იქ „ვაგნერის“ ოპერაციები გაგრძელდება, ოღონდ უკვე სხვა ხელმძღვანელობით.

გამოცემის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები სასწრაფოდ გაემგზავრნენ სირიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში.

„როგორც ჩანს, რუსეთი ცდილობს, მიითვისოს პრიგოჟინის დაქირავებული ჯარისკაცების ფართო ქსელი, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, რამდენად შესაძლებელია ეს და რამდენად სწრაფად შეიძლება ეს მოხდეს“, - აღნიშნავს გამოცემა.

„‘ვაგნერი’ დაეხმარა რუსეთს თავისი გავლენის გაძლიერებაში და მთავრობას არ სურს მასზე უარის თქმა“, - იმოწმებს WSJ ჯონ პიტერ ფამს, აშშ-ის ყოფილ სპეციალურ წარმომადგენელს დასავლეთ აფრიკაში, საჰელის რეგიონში.

WSJ ასევე ეყრდნობა რამდენიმე საერთაშორისო ექსპერტს, რომლებიც ამბობენ, რომ აშშ-ს შეუძლია ისარგებლოს დაბნეულობით და გავლენის ხელში ჩაგდებას შეეცადოს ქვეყნებში, სადაც აქტიური იყო „ვაგნერი“.

XS
SM
MD
LG