Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსეთის შიდა საქმეა“ - ეუბნება ყაზახეთის პრეზიდენტი პუტინს


ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი 
ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ყაზახ კოლეგას ტელეფონით დაურეკა მის ქვეყანაში მიმდინარე სიტუაციაზე ინფორმაციის მისაწოდებლად.

„მიმდინარე მოვლენები რუსეთის შიდა საქმეა“, - უთხრა პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა პუტინს, ყაზახეთის პრეზიდენტის ოფისის ცნობით.

ტოყაევმა პუტინთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ კონსტიტუციური წესრიგი და კანონის უზენაესობა ქვეყანაში კანონისა და წესრიგის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა.

მანამდე პუტინი ტელეფონით ესაუბრა ბელარუსის პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას. რუსეთის პრეზიდენტის აპარატის ცნობით, პუტინი ასევე ელაპარაკა უზბეკეთის პრეზიდენტს.

23 ივნისის საღამოს, "ვაგნერის" კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა დაადანაშაულა რუსი სამხედროები დაქირავებულთა ბანაკზე თავდასხმაში და გამოაცხადა, რომ ფაქტობრივად სამხედრო გადატრიალებას გეგმავს რუსეთში. ამას მან „სამართლიანობის მარში“ უწოდა.

24 ივნისის დილისთვის "ვაგნერის" მებრძოლებმა დაიკავეს დონის როსტოვი. მოგვიანებით, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა, რომ რეგიონში მიმდინარეობს „ოპერატიული საბრძოლო მოქმედებები“. რეგიონის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ესმით ბრძოლის ხმები.

XS
SM
MD
LG