Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა ზაპოროჟიეს რეგიონზე რუსეთის იერიშის შედეგად


რუსული საავიაციო ჭურვისგან გაჩენილი ორმო. გულიაიპოლე, ზაპოროჟიეს რაიონი
რუსული საავიაციო ჭურვისგან გაჩენილი ორმო. გულიაიპოლე, ზაპოროჟიეს რაიონი

23 ივნისს ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა ზაპოროჟიეს რეგიონზე რუსეთის მიერ განხორციელებული მორიგი დაბომბვის შედეგად. ამის შესახებ სამხარეო-სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, იური მალაშკომ განაცხადა.

"დილიდან რუსი ტერორისტები თავს ესხმიან მშვიდობიან მოსახლეობას. პრიმორსკში სამი ზაპოროჟიელი გახდა შეიარაღებული ტერორის მსხვერპლი. ნამსხვრევებისგან დაშავდნენ საგარეუბნო ტრანსპორტის გაჩერებაზე მყოფნი - 54 და 72 წლის ქალები და 66 წლის მამაკაცი. ვოზდვიჟენკაში სამი სახლი განადგურდა რუსული ჭურვების მიერ. ერთი 35 წლის ადგილობრივი მკვიდრი დაიღუპა მალაია-ტოკმაჩკის ცენტრში საარტილერიო ბომბის ჩამოვარდნის შედეგად", - წერს მალაშკო ტელეგრამის არხში.

ზაპოროჟიეს რეგიონზე რუსეთის მხრიდან განხორციელებული საავიაციო და საარტილერიო იერიშების ფონია ბრიტანეთის დაზვერვის ერთ-ერთი ბოლო ცნობა, რომლის მიხედვით, რუსეთის სარდლობამ ერთი კვირის წინ დაიწყო მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ ნაპირზე თავმოყრილი საარმიო დაჯგუფების გადასროლა ზაპოროჟიესა და ბახმუტის მიმართულებების გასაძლიერებლად.

XS
SM
MD
LG