Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
სასამართლომ "რუსთავი 2-დან" გიორგი გაბუნიას გათავისუფლება უკანონოდ ცნო - TI

სასამართლომ "რუსთავი 2-დან" გიორგი გაბუნიას გათავისუფლება უკანონოდ ცნო - TI


გიორგი გაბუნია
გიორგი გაბუნია

"მთავარი არხის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი გაბუნიას ტელეკომპანია "რუსთავი 2-დან" გათავისუფლება თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო. ინფორმაციას ავრცელებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", რომელიც ჟურნალისტის უფლებებს იცავდა. გადაწყვეტილება გუშინ, 20 ივნისს, გამოცხადდა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, სასამართლომ გააუქმა გიორგი გაბუნიას არხიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება (თუმცა აღდგენა არ დაუვალებია) და ტელეკომპანიას მისთვის კომპენსაციისა და მიუღებელი შემოსავლის გადახდა დააკისრა.

23 მაისს სასამართლომ დააკმაყოფილა "რუსთავი 2-ის" კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომლის, დიკო ჯოჯუას სარჩელი.

2019 წელს, რამდენიმეწლიანი სასამართლო დავის შემდეგ, ცნობილი გახდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის შემდეგაც ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2-ის" 100%-იანი წილი გადაიფორმა. წილების გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე, არხიდან გაათავისუფლეს ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.

არხიდან წასული და გათავისუფლებული ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა, მათ შორის გიორგი გაბუნიამ, მუშაობა დაიწყო "მთავარ არხზე", რომელიც "რუსთავი 2-ის" ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააფუძნა. გვარამიას დაკავების შემდეგ გიორგი გაბუნია არხის დირექტორის მოვალეობას ასრულებს.

XS
SM
MD
LG