Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები შოტლანდიასთან დამარცხდა


მასპინძლებმა ორბურთიან უპირატესობას მეორე ტაიმის დასაწყისშივე მიაღწიეს.
მასპინძლებმა ორბურთიან უპირატესობას მეორე ტაიმის დასაწყისშივე მიაღწიეს.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი თამაში წააგო. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ჯგუფის ლიდერთან - შოტლანდიის ნაკრებთან - გლაზგოში დამარცხდა, ანგარიშით 0:2.

შოტლანდიელებმა ანგარიში მეექვსე წუთზე გახსნეს, მაშინ, როდესაც კოკისპირული წვიმის გამო მინდვრის დატბორვით აღშფოთებული საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი თამაშის შეჩერებას ითხოვდა.

შეხვედრის მსაჯმა და კომისარმა თამაში მხოლოდ გოლის შემდეგ შეწყვიტეს და მასპინძლებს მინდვრის საფარის მოსაწესრიგებლად ოცი წუთი მისცეს. მერე დრო კიდევ რამდენჯერმე გაუხანგრძლივეს და საბოლოოდ, თამაში საათ-ნახევრიანი პაუზის შემდეგღა განაახლეს.

მასპინძლებმა ორბურთიან უპირატესობას მეორე ტაიმის დასაწყისშივე მიაღწიეს. თამაშის მიწურულს კი საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის შემცირების რეალური შანსი ვერ გამოიყენა - ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი დაარტყა და ბურთი კარს ააცილა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში A ჯგუფშია, შოტლანდიის, ესპანეთის, ნორვეგიისა და კვიპროსის ნაკრებებთან ერთად. სანიოლის გაწვრთნილ გუნდს სამი ტურის შემდე თითო მოგება, ფრე და წაგება აქვს და ოთხი ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა. ჯგუფის ლიდერი შოტლანდიაა, ოთხ თამაშში მოპოვებული თორმეტი ქულით.

XS
SM
MD
LG