Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპაციის მუზეუმში 2008 წლის ომის კადრებს აღარ უჩვენებენ


თბილისში, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის ექსპოზიციაში აღარ არის 2008 წლის ომის ამსახველი კადრები, რომელიც მუზეუმის პირველ დარბაზში, პროექტორის საშუალებით უჩვენებდნენ წლების განმავლობაში.

ოკუპაციის მუზეუმში აგვისტოს ომის კადრები
please wait

No media source currently available

0:00 0:00:24 0:00

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 2008 წლის ომის კადრები სულ ცოტა, 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ აღარაა ექსპოზიციის ნაწილი. 16 ივნისს, ოკუპაციის მუზეუმში გვითხრეს, რომ ამის მიზეზი პროექტორის დაზიანებაა. თუმცა, ვერ დააკონკრეტეს ვერც ის, როდის დაზიანდა პროექტორი და ვერც ის გვითხრეს, როდის დაბრუნდება გამოფენის ნაწილად რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველი დოკუმენტური მასალა.

კადრებში, რომელსაც ოკუპაციის მუზეუმში წლების განმავლობაში უჩვენებდნენ და აგვისტოს ომის ამბავს ჰყვებოდა, ჩანდა როგორც ბორჯომის ტყის ხანძრები, ასევე კონფლიქტის ზონაში განადგურებული სახლები, დაბომბილი გორი, დევნილების კოლონა და ომის მონაწილე სამხედროები.

რადიო თავისუფლებამ ეროვნული მუზეუმს და კულტურის სამინისტროს პრეს-სამსახურშს დაუკავშირდა იმის გასაგებად, რას უკავშირდება ომის კადრების ამოღება ექსპოზიციიდან - ჩვენს კითხვებს არც ერთ უწყებაში არ უპასუხეს.

კედელი, რომელზეც ომის ამსახველ კადრებს უჩვენებდნენ
კედელი, რომელზეც ომის ამსახველ კადრებს უჩვენებდნენ

საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი 2006 წლის 26 მაისს გაიხსნა.

მუზეუმი ერთიანებს დამოუკიდებელი საქართველოს ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპაცია-ანექსიისა (1921 წლის თებერვალი-მარტი) და ანტისაოკუპაციო, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1921-1990) ისტორიის ამსახველ დოკუმენტურ მასალას.

2008 წლის ომის ამსახველი პროექცია მუზეუმის ექსპოზიციას მოგვიანებით დაემატა.

XS
SM
MD
LG