Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გროსი: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გასაგრილებლად წყლის დონე ჯერჯერობით საკმარისია


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა რაფაელ გროსიმ 15 ივნისს დაათვალიერა წყალსაცავი, საიდანაც წყალს იღებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გაგრილების სისტემა,
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა რაფაელ გროსიმ 15 ივნისს დაათვალიერა წყალსაცავი, საიდანაც წყალს იღებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გაგრილების სისტემა,

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სისტემების გასაგრილებლად საჭირო წყალსაცავში წყლის დონე ჯერჯერობით საკმარისია. ამის შესახებ განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დირექტორმა რაფაელ გროსიმ, რომელიც 15 ივნისს იმყოფებოდა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. მანამდე გროსი კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული, ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება რისკის ქვეშ კიდევ ერთხელ დადგა ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰესის კაშხლის დანგრევის შემდეგ, რადგან წყლის მიწოდება შეუმცირდა წყალსაცავს, რომელსაც ატომური ელექტროსადგურის სისტემების გასაგრილებლად იყენებენ.

წყალსაცავის დათვალიერებისას გროსიმ განაცხადა, რომ წყლის დონე საკმარისია, რათა ზაპოროჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა გარკვეული დროის განმავლობაში უსაფრთხოდ იმუშაოს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ წყლის დონე მომავალშიც საკმარისი იყოს.

  • 6 ივნისს, უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რუსეთმა ააფეთქა "მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი" და ეს არის ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ევროპაში ადამიანის ხელით გამოწვეული უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფა.
  • კახოვკის კაშხალი მდებარეობდა ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დნეპრის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ქალაქი ხერსონი, უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა.
  • პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა უარყო რუსი სამხედროების მიერ ჰესის აფეთქება და მომხდარს უწოდა "კიევის რეჟიმის მიზანმიმართული დივერსია".
  • კაშხლის ნგრევით გამოწვეული წყალდიდობის გამო საჭირო გახდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია.
XS
SM
MD
LG