Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა უკრაინას რაკეტებით და დრონებით შეუტია


საილუსტრაციო ფოტო. 14 ივნისს ოდესაზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეული საწყობი
საილუსტრაციო ფოტო. 14 ივნისს ოდესაზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეული საწყობი

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი იერიში მიიტანა ფრთოსანი რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, წუხანდელ თავდასხმაში კასპიის ზღვის მხრიდან მონაწილეობდა რუსეთის საოკუპაციო ძალების სტრატეგიული ავიაციის 4 თვითმფრინავი ტუ-95. გენერალური შტაბის ცნობით, მათ ისროლეს 4 ფრთოსანი რაკეტა(Х-101/Х-555), რომელთაგან 1 უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს, დანარჩენები კი დნეპროპეტროვსკის ოლქში მოხვდა სამრეწველო ობიექტებს.

უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, მოწინააღმდეგემ ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებებიდან უკრაინას შეუტია ირანული წარმოების 20 დამრტყმელი დრონით და ყველა მათგანი განადგურებულია.

რუსეთის თავდასხმის გამო შუაღამის შემდეგ გამოცხადებული საჰაერო განგაში, რომელმაც კიევი და უკრაინის ოლქების ნაწილი მოიცვა, 05:00 საათამდე გრძელდებოდა. ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა. აფეთქებები იყო ოდესაში, კრივოი-როგსა და ხარკოვში. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 13 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოდესასა და კრივიო-როგზე სარაკეტო შეტევა მიიტანეს 13 და 14 ივნისსაც. კრივოი-როგში 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ოდესაში - 3.

XS
SM
MD
LG