Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საიას შეფასებით, აქტივისტებისთვის დაკავების ვადის გახანგრძლივებას სადამსჯელო ხასიათი აქვს


საქართვლოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ აქციაზე დაკავებულებისთვის დაკავების ვადის 24 საათიდან 48 საათამდე გახანგრძლივებაზე გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ პოლიცია ამ პრაქტიკას აქტივისტების დასასჯელად იყენებს.

დაკავების 24-საათიანი ვადის 48 საათამდე გახანგრძლივების წესი 2 წლის წინ შეიცვალა. კანონის თანახმად, ეს იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც პოლიცია მიზანშეწონილობას ამტკიცებს მტკიცებულებების მოპოვების მიზნით. ნონა ქურდოვანიძე კი ამბობს, რომ დაკავების ვადის გაგრძელების პრაქტიკა ხშირად არა რეალური საჭიროების არამედ სადამსჯელო მიზნებით გამოიყენება.

“7-8 მარტის აქციებზე დაახლოებით 100 ადამიანი იყო დაკავებული, რომელთაგან თითქმის ყველას გაუხანგრძლივდა დაკავების დრო. რატომღაც, დაკავების გახანგრძლივებას მიზანშეწონილად შსს ძირითადად აქტივისტების შემთხვევაში მიიჩნევს“, - თქვა ნონა ქურდოვანიძემ.

XS
SM
MD
LG