Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აპრილში საქართველოს ეკონომიკა 7,5%-ით გაიზარდა - საქსტატის წინასწარი მონაცემები


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

მიმდინარე წლის აპრილში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 7,5 პროცენტით არის გაზრდილი. წინასწარ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.

2023 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 7,3 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატში აღნიშნავენ:

  • 2023 წლის აპრილში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ვაჭრობა;
  • კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის და უძრავი ქონების სექტორებში.

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში პროდუქტზე ფასების ზრდის ტენდენცია იცვლება - აპრილში, მარტთან შედარებით, ინფლაცია შემცირებულია.

XS
SM
MD
LG