თელავის პოლიციასთან დააკავეს მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია.
ის ყვარელში, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ დაკავებულ აქტივისტებთან ადვოკატების შეშვებას ითხოვდა, რა დროსაც სამართალდამცავებმა დააკავეს.
ყვარელში საპროტესტო აქცია დღეს დილიდან მიმდინარეობდა.
19 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სასტუმრო „ყვარლის ტბაში“, ქმართან ერთად იმყოფება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში ქორწილისთვის ემზადებოდა. ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას უნდა ჰქონოდა.
ინფორმაციის გავრცელებას სასტუმროსთან საპროტესტო აქცია მოჰყვა. აქციის დროს სამართალდამცავებმა დააკავეს 16 პირი, მათ შორის "დროას" წევრები.