Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი: ის ადამიანები, რომლებიც დღეს აპირებდნენ ქორწილის გადახდას, წასულები არიან


საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებმა საქართველო დატოვეს.

ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ, ორბელიანის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

„მართალია, გამიჭირდა დაკავშირება, მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრისგან მივიღე პირობა, რომ ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც დღეს აპირებდნენ ქორწილის გადახდას, წასულები არიან და ქორწილი აღარ ჩატარდება დღეს. ეს არის საზოგაოდების ერთგვარი გამარჯვება, როგორც თავის დროზე იყო ამ ქვეყნიდან გავრილოვის გასვლა“, - განაცხადა სალომე ზურაბიაშვილმა.

19 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სასტუმრო „ყვარლის ტბაში“, ქმართან ერთად იმყოფება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში ქორწილისთვის ემზადებოდა. ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას უნდა ჰქონოდა.

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის ამტკიცებდა, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

ინფორმაციის გავრცელებას სასტუმროსთან საპროტესტო აქცია მოჰყვა. აქციის დროს სამართალდამცავებმა დააკავეს 16 ადამიანი.

XS
SM
MD
LG