Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა უკრაინაზე მიიტანა მაისის დასაწყისიდან მეათე საჰაერო იერიში


საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად ოდესაში განადგურებული საწარმო. 2023 წლის 18 მაისი
საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად ოდესაში განადგურებული საწარმო. 2023 წლის 18 მაისი

დღეს დილამდე გაგრძელდა რუსეთის მორიგი შეტევის გამო უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე წუხელ გამოცხადებული საჰაერო განგაში. თავდასხმის მოსაგერიებლად ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა.

რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კვლავ კიევი იყო. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მაისის დასაწყისიდან უკვე მეათე საჰაერო თავდასხმისას საოკუპაციო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს. ადმინისტრაციის თანახმად, ყველა მათგანი მოგერიებულია.

წუხანდელი საჰაერო დარტყმის შედეგად, 2 ადამიანი დაიჭრა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგში. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მნიშვნელოვნად დაზიანდა კერძო საწარმო და ადმინისტრაციული შენობა. აფეთქებები იყო ქალაქ ლვოვშიც. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.

XS
SM
MD
LG