Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ხუთი წლის განმავლობაში 50 ათასი მეცნიერი დაკარგა


რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის შტაბი
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის შტაბი

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რუსეთმა დაკარგა 50 000 მკვლევარი, ამის შესახებ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის ფილიალის თავმჯდომარემ ვალენტინ პარმონმა განყოფილების საერთო კრებაზე განაცხადა.

"არცერთ სხვა ქვეყანას არ დაუკარგავს სამეცნიერო სფეროში მომუშავე ამდენი ადამიანი. ახლა, როდესაც ყველა ამბობს, რომ ტექნოლოგიური სუვერენიტეტი, მომავალი მეცნიერებატევად ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული, რუსეთმა, როგორც სახელმწიფომ, გაუშვა ისინი, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია", - განაცხადა აკადემიკოსმა, რომლის სიტყვებიც საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსს“ მოჰყავს.

ვალენტინ პარმონის თქმით, ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყნების დონის მიღწევისა და მეცნიერებაში ქმედითი ადამიანების მოზიდვის მიზნით, აუცილებელია კვლევის დაფინანსების მრავალჯერადი ზრდა.

მის გამოსვლაში არაფერია ნათქვამი, თუ რამდენმა მეცნიერმა დატოვა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღების შემდეგ.

ასიათასობით რუსი წავიდა რუსეთიდან უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. არაკომერციული ორგანიზაციის, „ოკ რუსების“ შეფასებით, შემოდგომის მობილიზაციამდე, დაახლოებით, 300 ათასმა ადამიანმა დატოვა რუსეთი. იგივე რაოდენობის ხალხი, დამოუკიდებელი დემოგრაფის, ალექსეი რაქშას თქმით, შეიძლება წასულიყო ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის დაწყების შემდეგ.

XS
SM
MD
LG