თურქეთის საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში 28 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება - თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, ვერ შეძლო 14 მაისს გამართული არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება.
საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელის, აჰმეტ იენერის თქმით, წინასწარი შედეგებით, ერდოანს აქვს ამომრჩეველთა ხმების 49.51 პროცენტი, მის მთავარ მეტოქეს, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი - 44.88 პროცენტი.
მაშინაც კი, თუკი ამჟამად კვლავ დათვლის პროცესში მყოფი ყველა ბიულეტენი ერდოანის სასარგებლოდ ჩაითვლება, მისი მონაცემი ვერ გაცდება 49.54 პროცენტს, - ამბობს იენერი.