Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროვიზია 2023 შვედმა მომღერალმა მოიგო


ევროვიზიაზე ეს მომღერლისთვის მეორე გამარჯვებაა - პირველად მან 2012 წელს მოიგო სიმღერის კონკურსი სიმღერით „Euphoria“.
ევროვიზიაზე ეს მომღერლისთვის მეორე გამარჯვებაა - პირველად მან 2012 წელს მოიგო სიმღერის კონკურსი სიმღერით „Euphoria“.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსში შვედმა მომღერალმა Loreen-მა გაიმარჯვა სიმღერით "Tattoo", რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა აუდიტორიის კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ და 583 ქულა დააგროვა.

ევროვიზიაზე ეს მომღერლისთვის მეორე გამარჯვებაა - პირველად მან 2012 წელს მოიგო სიმღერის კონკურსი სიმღერით „Euphoria“.

მეორე ადგილი კონკურსში დაიკავა ფინელმა მომღერალმა Käärijä-მ - 37 ქვეყნის მაყურებელმა და ჟიურიმ მისი კომპოზიცია 526 ქულით შეაფასა. ხოლო მესამე ადგილი ერგო ისრაელელ მომღერალს, ნოა კირელს, რომლის სიმღერამ 362 ქულა დააგროვა.

მეექვსე ადგილზე გავიდა კონკურსის უკრაინელი მონაწილე ჯგუფი TVORCHI.

2022 წლის ევროვიზიის გამარჯვებული უკრაინული ჯგუფი Kalush Orchestra იყო სიმღერით Stefania. კონკურსის წესების მიხედვით, მომავალი ევროვიზია უკრაინაში უნდა გამართულიყო, თუმცა ქვეყანაში საომარი მოქმედებების გამო, ფესტივალი წელს ლივერპულში ჩატარდა.

რუსეთს წელს, ისევე როგორც შარშან, ევროვიზიაში მონაწილეობა არ მიუღია - კონკურსის ორგანიზატორებმა კვლავ გადაწყვიტეს, არ მიეწვიათ იგი უკრაინაში განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო. ევროვიზიაში არც ბელარუსი მონაწილეობდა.

XS
SM
MD
LG