Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წერეთლის გამზირზე სავარაუდოდ მე-19 საუკუნის ნაგებობები აღმოაჩინეს


წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს აღმოჩენილი ნაგებობები
წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს აღმოჩენილი ნაგებობები

წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს მიწისქვეშა ნაგებობები, რომლებიც, სპეციალისტების ვარაუდით, მე-19 საუკუნის აკლდამებს წარმოადგენს.

თბილისის მერიის ცნობით, ამ ნაგებობების შესწავლის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულები არიან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და არქეოლოგები. მერია აცხადებს, რომ სამუშაოები სპეციალისტების ზედამხედველობით და შესაბამისი წესების დაცვით წარმოებს.

არქეოლოგ მერაბ ძნელაძის თქმით, სულ დიდუბის ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე 12 სამარხი აღმოაჩინეს. „ყველა მათგანი მეტ-ნაკლებად დაზიანებულია ძველი საკომუნიკაციო ქსელების გაყვანილობის გამო. ამჟამად მიმდინარეობს მათი დეტალური შესწავლა და დამატებით ინფორმაციას ახლო მომავალში გაგაცნობთ“, - განაცხადა მერაბ ძნელაძემ.

XS
SM
MD
LG