Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში სიკვდილით დასაჯეს შვედი-ირანელი დისიდენტი


ირანში სიკვდილით დასაჯეს შვედი-ირანელი დისიდენტი ჰაბიბ ჩააბი
ირანში სიკვდილით დასაჯეს შვედი-ირანელი დისიდენტი ჰაბიბ ჩააბი

ირანში სიკვდილით დასაჯეს შვედი-ირანელი დისიდენტი, რომელიც თურქეთის აეროპორტიდან ორი წლის წინ დაიკარგა და შემდეგ ირანის პატიმრობაში აღმოჩნდა, ტერორიზმის ბრალდებით, იუწყება სახელმწიფო მედია 6 მაისს.

ჰაბიბ ჩააბს, რომელიც დამაარსებელი და ყოფილი ლიდერი იყო სეპარატისტული ჯგუფისა სახელწოდებით "არაბთა ბრძოლის მოძრაობა აჰვაზის გასათავისუფლებლად" (ASMLA), სიკვდილი მიუსაჯეს "დედამიწაზე გახრწნილების" გამო, რაც ყველაზე მძიმე დანაშაულია ირანის მკაცრი ისლამური კანონების მიხედვით.

ირანის ოფიციალური პირები ჩააბს ბრალს სდებდნენ ტერორისტული ჯგუფის, "ჰარაკატ ალ-ნიდალის" ხელმძღვანელობასა და სამხრეთ-დასავლეთის ხუზესტანის პროვინციაში თავდასხმების განხორციელებაში. ჯგუფს ადანაშაულებდნენ 2018 წელს აჰვაზში, ყოველწლიურ სამხედრო აღლუმზე, აფეთქების მოწყობაში, რასაც 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG