Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი არასრულწლოვანის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის დროულ გამოძიებას მოითხოვს


ლევან იოსელიანი, საქართველოს სახალხო დამცველი
ლევან იოსელიანი, საქართველოს სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, დროულად გამოიძიონ არასრულწლოვანი გოგონას მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შემთხვევა.

6 მაისს სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებზეც, სავარაუდოდ, ასახულია სექსუალური ძალადობა არასრულწლოვანზე. ომბუდსმენი აცხადებს, რომ აუცილებელია ყველა იმ პირის იდენტიფიცირება, ვინც, სავარაუდოდ, არასრულწლოვანის უფლებები დაარღვია. „მნიშვნელოვანია, იმ ბავშვის საჭიროებების შეფასება და შესაბამისი ფსიქო-სოციალური სერვისების მიწოდება ვის მიმართაც, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა აღნიშნულ ქმედებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს მედიასაშუალებებს, უზრუნველყონ ბავშვების კონფიდენციალურობის დაცვა და მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება, რათა, მათ შორის, არ მოხდეს არასრულწლოვანთა რეტრავმატიზაცია.

XS
SM
MD
LG