უკრაინა აცხადებს, რომ ჩამოაგდო რუსეთის ჰიპერბგერითი რაკეტა და მიანიშნებს, რომ საამისოდ გამოიყენა აშშ-ის Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემა.
უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, მიკოლა ოლეშჩუკი, 6 მაისს ტელეგრამით წერს - "დიახ, ჩვენ გადავიტაცეთ 'უნიშნო Kinzhal'-ი", და შემდეგ სიტყვა “Patriot”-ს ე.წ. "ემოჯის" ფორმით უმატებს, უკრაინის დროშასთან ერთად. Kh-47 Kinzhal-ი არის ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა.
უკრაინას მიღებული აქვს სულ მცირე ორი Patriot-ის სისტემა, ერთი აშშ-სგან და მეორე გერმანიისგან.